ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა ექვს მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა ექვს მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 82 170 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 039 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ს 95 542 ადამიანი ემსხვერპლა. „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ.