პარლამენტთან სამუშაოებს ასრულებს ის, ვინც თავის საქმე იცის - კალაძე სირცხვლიას პასუხობს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143551 თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროფესიონალები ასრულებენ. მერი ამბობს, რომ მათ იციან თავიანთი საქმე და მას ღირსეულად ართმევენ თავს. „გარკვეული პრობლემები იყო როგორც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც, რომლებიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა. შეფერხებები იყო არსებული პანდემიის გამო. იმ პრობლემების გამო, რომელშიც არა მხოლოდ საქართველო, მთელი მსოფლიო იმყოფება“, - განაცხადა კახა კალაძემ.