საბერიო- ფახულანის საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები მავთუხლართებს აახლებენ

Sokhumi Daily

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში რუსმა სამხედროებმა მავთუხლართრბი და ბოძები გაამაგრეს. აქამდე არსებული ე.წ საზღვარი დღეს უკანონოდ გადმოიწია. გაურკვეველი მიზეზებით დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზზე კონტროლს ამკაცრებს. აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობას. "კერძოდ, ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში. #აფხაზეთი #ბორდერიზაცია #ოკუპაცია #SokhumiDaily