ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ბულვარში მოხდა. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა 'მედცენტრში' გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობა აქვს. მათივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას, ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტს წინ უძღოდა შელაპარაკება რამდენიმე ახალგაზრდას შორის. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.