ბათუმში სილამაზის სალონი გაქურდეს
Tbilisi Daily
ძარცვა ბათუმში. აღმაშენებლის #1 -ში მდებარე სილამაზის სალონში მისულ თანამშრომლებს სალონის კარი დაზიანებული დახვდათ.
როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია მხოლოდ, მცირედი თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.