ავარია ავტობანზე - დაზიანებულია 15-მდე ავტომანქანა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ავტობანის რუისი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც შეფერხება შექმნა. შეჯახების აცილების მიზნით უკან მომავალი ავტომანქანებმა მანევრირება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. დაზიანებულია 15-მდე მანქანა. რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. შემთხვევის შემდეგ საგზაო ტექნიკამ გზის გაწმენდა დაიწყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/31108329.html #ახალი_ამბები #twitter