ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო.
Zugdidi Daily
15 ივნისიდან საქართველოში მოიხსნება კიდევ ერთი შეზღუდვა და შიდა ტურიზმი გაიხსნება. მანამდე კი ანაკლია-განმუხურში სამზადისი მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის მშენებლობის პროცესი. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 129 650 ლარს შეადგენს.
ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარეობს ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები, ასევე წესრიგდება აკვაპარკის ტერიტორია.
#ანაკლია #განმუხური #სამეგრელო #შიდატურიზმი #შეზღუდვებისმოხსნა #zugdididaily