კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი: საქართველოში მხარეებმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი უნდა გამოძებნონ

Tbilisi Daily

ამერიკელმა კონგრესმენმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჩარდ ჰადსონმა განაცხადა, რომ საქართველოში მხარეებმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი უნდა გამოძებნონ. „მიუხედავად იმისა, რომ ამ ამოცანის სირთულე ნათელია, დადებითი შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა. რიჩარდ ჰადსონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია თავისი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მათ შორის მათიც, ვინც ადგილზე ცდილობენ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმარონ.