ბათუმის მე-17 ბაღში აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მე-17 ბაღში აღმზრდელსკორონავირუსიდაუდასტურდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი ყვება, რომ შენობაში დეზინფექცია არ ჩატარებულა,სააღმზრდელო პროცესი კი მაინც განაახლეს. მისი თქმით, რეგულაციები თანახმად თუკოვიდის შემთხვევა ფიქსირდება, ბაღი მუშაობას აჩერებს, რასაც აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს.ბაღში დასაქმებული ამბობს, რომ კორონავირუსისშემთხვევის შესახებმშობლები არგაუფრთხილებიათ და ფაქტის შესახებ მხოლოდ დღეს დილით უთხრეს. ნინო სამთვალაძე ბაღების გაერთიანების უფროსს მუქარაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ თენგიზ აფხაზავა დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. 'პარასკევს ბაღში დაფიქსირდა კოვიდი, როგორც მე ვიცი შაბათ-კვირას არაფერი ჩატარებულა, არც ჩემთვის დაურეკია ვინმეს, რომგასატესტადწავსულიყავი. დღეს დილიდან ჩვეულებრივ ღებულობენ ბავშვებს, მშობლებს წინასწარ არც აფრთხილებენ. დირექტორი მოსულ ბავშვებს ეუბნებოდა, რომ კოვიდიაბაღში, მაგრამ არა თქვენს ჯგუფშიო. მე ძაან შეშინებული ვარ პირადად.პედაგოგთან, რომელსაც კოვიდიდაუდასტურდა ყველა კონტაქტში ვიყავით.თვითონ სამზარეულოში შედიოდა, გვქონდა აქტიური კონტაქტი. მისი ოთახიდან გამოგვქონდა ნივთები. დირექტორმა შაბათ საღამოს დაურეკა ძიძებს და უთხრა, რომ დილით 7 საათზე მოხვალთ, ჩამორეცხავთ კედლებსო, მოიყვანა ძიძები, ჩამოარეცხია კედლები, რატომ მაინც ვერ გავიგე მონები ხომ არ ვართ. ასე გვითხრა, რომ ბატონმა თენგომ მომცა ეს განკარგულება.ყველა შეშინებულია რატომღაც, რადგან ინფორმაცია აქვთ, რომ ბატონი თენგო მატყუარა და უსაქმური მასწავლებლების გასათავისუფლებადაა მოსული.პანდემიის დროს სახლში, რომ ვიჯექით ბატონი თენგიზი ჩვენ გვადანაშაულებს- დასკუპებული იყავით სახლშიო. ვითომ ჩვენი ნებით ვიყავით' - განაცხადა ნინო სამთვალაძემ. ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი კი ამბობს, რომ კონსულტაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებთან გაიარეს, სადაც უთხრეს, რომ ბაღის დახურვა საჭირო არ იყო დაიზოლაციაში მხოლოდ ერთი ჯგუფი უნდა გადასულიყო. თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ შენობაში დეზინფექცია ჩატარდადა პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.მისივე თქმით, პედაგოგთან კონტაქტირებულ პირებს ჩაუტარდათ ტესტირებაც. რაც შეეხება მუქარის ბრალდებას, თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ ეს აბსურდული განცხადებაა. ''პარასკევს დილით ერთ აღმზრდელს მაღალი ტემპერატურა ჰქონდადა ბაღში არ გამოცხადდა, დაუდგინდა კოვიდი, გადავიდა იზოლაციაში. შაბათ-კვირას გვქონდა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან კონტაქტი და ზედმიწევნით იქნა ყველა რეკომენდაცია შესრულებული. ბაღის დახურვას ასეთი შემთხვევა არ ითვალისწინებს, ითვალისწინებს მხოლოდ იმ ჯგუფის დახურვას სადაცინფექცია დაფიქსირდა. დირექტორის ინიციატივით ბაღში კიდევჩატარდა დამატებით დეზინფექცია, რომელშიც ამ ქალბატონმა არ მიიღო მონაწილეობა და პრეტენზიები გამოთქვა. ის ყოველთვის არღვევსბაღის შინაგანაწესს, რის გამოც მას ჰქონდა დისციპლინური სასჯელი გამოცხადებული.არანაირ მუქარას ადგილი არ ქონია, ეს აბსურდული ბრალდება, არავის ვემუქრები. უბრალოდ ზედმიწევნით ზუსტად ვითხოვ წესების და ინსტრუქციების დაცვას'' - ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.