კიმ ჩენ ინის განცხადებით, ბირთვული იარაღი ქვეყანას უსაფრთხოებას შეუნარჩუნებს
Headline
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ბირთვული იარაღი ქვეყანას უსაფთხოებას შეუნარჩუნებს. მისი თქმით, სწორედ ამის გამო ომი აღარ იქნება მიუხედავად საგარეო ზეწოლის და მუქარისა. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ სამშაბათს გაავრცელა.
კიმ ჩენ ინმა განცხადება კორეული ომის დასრულების 67-ე წლისთავის აღნიშვნისას გააკეთა.
მისი განცხადებით, ქვეყანა ბირთვულ იარაღს სწორედ იმისათვის ფლობს, რომ შეიარაღებული კონფლიქტები აირიდოს თავიდან.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად 2018 წელს, სინგაპურში, შეხვდნენ. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარებს დაასრულებდა. ამ თემაზე მოლაპარაკებებიც წარიმართა. მიუხედავად ამისა, მათი შემდგომი შეხვედრები აღარ შემდგარა.
წყარო: Reuters
სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
#headline
#NorthKorea
#ჩრდილოეთკორეა
#პოლიტიკა
#ახალიამბები