რას ითხოვენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები?
Tbilisi Daily
6 ივლისს, აღმაშენებლის ქუჩაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებასა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.
ოფიციალური ვერსიით, ვახტანგ გულუა საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გამოძიების ვერსიის არ სჯერა, რადგან მათი თქმით, ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებები აქვს.
ჭირისუფლების განცხადებით, შემთხვევა ორშაბათ ღამე, თერთმეტ საათზე მოხდა, შემდეგ სახანძრო მანქანამ შემთხვევის ადგილი მორეცხა, რაც ეჭვს ბადებს რომ კვალის დაფარვა სურდათ. ოჯახს კი გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს გააგებინეს. მათი თქმით, ადამიანი ვის გამოც ვახტანგ გულუას მუდმივად საქმეს ურჩევდნენ და ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.