კოვიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

Zugdidi Daily

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 66 შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 21208 გამოჯანმრთელებულია - 9003 მათ შორის გარდაცვლილია - 172; კარანტინის რეჟიმში რჩება - 4462 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 177 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.