ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ - ირანის პრეზიდენტი

Pirveliradio Ge

ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი აცხადებს. ინფორმაციას სააგენტო „მეჰრი“ ავრცელებს. „ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ, მაგრამ მაინც მინდა ვურჩიო ხალხს, დარჩნენ სახლში და დაიცვან სამედიცინო პროტოკოლები“,- აღნიშნა როუჰანიმ. ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით ირანში კორონავირუსის 14 991 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობამ კი 853-ს მიაღწია.