თბილისში პეკინის გამზირზე გოგონა მე-4 სართულიდან გადმოვარდა

Tbilisi Daily

ხმაური იყო გუშინ ღამით პეკინის გამზირზე. გოგონა მე-4 სართულიდან გადმოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გამოკითხეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "ახალგაზრდა გოგონა იყო გადმოვარდნილი მე-4 სართულიდან. ჩვენ რომ გადავიხედეთ, უკვე ძირს იყო და სასწრაფომ წაიყვანა. ცოცხალი იყო იმიტომ, რომ ესაუბრებოდა. თავისუფლად არ საუბრობდა, უბრალოდ როცა საკაცეზე დააწვინეს, მაშინ ხმები გამოსცა, ანუ ცოცხალი იყო," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევა პეკინის ქუჩაზე წუხელ მოხდა. მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი დაშავებული გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს.