დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა - პრემიერი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
''ყველას ძალას, მმართველს და ოპოზიციასაც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას.დიალოგს რა თქმა უნდა არა აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
გიორგი გახარია ფიქრობს, რომ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და ნაბიჯები გაგრძელდება, თუმცა მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებსმოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება.
''ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების დავალება არის, რომ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი ამას სრულად იაზრებს. მე კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და ნაბიჯები გაგრძელდება, თუმცა მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ზალა აღჭურვა მანდატით წარმოდგენილი ყოფილიყვნენ პარლამენტში და ეს მანდატი იყო და არის პასუხიმგებლობის მანდატი. პასუხიმგებლობის ქვეყანაზე და მის მომავალზე.
ყველას უნდა გვახსოვდეს რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ, გააკეთა მაშინ როდესაც მძვინვარებდა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი, მაშინ როდესაც გლობალური პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, მაშინ როდესაც ეკონომიკური პროცესი უფრო და უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო გამიზნული მესიჯი თითოეული პოლიტიკური ძალისათის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყნას და ერთად იპოვეთ გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ქვეყანაში'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.