სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მოთხოვნებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებითვის დამატებით ანაზაურებას მოითხოვენ.
აქციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, რომ 16:00 საათზე სამედიცინო პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსა და გაერთიანებული პროფკავშრების წარმომადგნელობის მონაწილებით სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრაზე მხარეები პოზიციების დაახლოებას შეეცდებიან.
როგორც აქციაზე მყოფმა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი ამირანაშვილმა განაცხადა მედიასთან საუბარში სამინისტროში შეხვედრაზე მოითხოვენ იურიდიული დოკუმენტს მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებ ერთადერთ საკითხს, რა საკითხიც ჰქონდათ სასწრაფოში დასაქმებულებს და ეს არის ხელფასების 100%-იანი ზრდა. როგორ და რა ფორმატში გაგრძელდება ეს შემდგომში, მოვისმენთ სამინისტროს წარმომადგენლებისგან. სასწრაფოში დასაქმებულებს ჩვენ შევუთანხმდით და ჩვენ გონივრულად მიგვაჩნია, რომ დღეს არ მოხდება ხელფასის მთლიანად 100%-იანი ზრდა, მათ უნდა მოგვცენ შეთანხმება ანუ იურიდიული დოკუმენტი რის შემდგომაც გავაგრძლებთ ჩვენ ამ საკითხზე მუშაობას და მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაიდება ყველა ის საკითხი, რომ მოხდას ხელფასის 100%-იანი ზრდა. ამის გარდა ჩვენ გვაქვს მოთხოვნა ზეგანაკვეთურ მუშაობაზე, ასევე მძიმე და მავნე სამუშაო შესრულებისთვის 10 საშვებულებო დღის დამატება და სადღესაწაულო დღეებში ნამუშევარის ორმაგ ანაზღურებას",- ამბობს, მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასი მათი 24-საათიანი მორიგეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. თვეში 7,5 მორიგეობა უწევთ. თითო მორიგეობაში უფროსი ექიმისთვის 175 ლარია გამოყოფილი. უმცროსი ექიმისთვის უფრო ნაკლები. ამ ხელფასით უნდა დაფარონ მათ დაზღვევის ანაზღაურებაც.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის პირობებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ე.წ. დანამატი ერიცხებოდათ - თვიური შემოსავლის 50%. ანუ, უფროსი ექიმისთვის ეს თანხა 650 ლარს შეადგენდა. უმცროსი ექიმისა და მძღოლისთვის უფრო ნაკლებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კოვიდ-პანდემია დასრულებულად გამოაცხადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ეს დანამატი მოეხსნათ.
სასწარო სამედიცინო დახმარების თანამშრომლოების პირველი საპროტესტო აქციის შემდფეგ, 27 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა განცხადება გაავრცელა. რომლის თანახმად, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს აპრილის თვის კოვიდ-დანამატს ჩაურიცხავს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31887047.html
Source: radiotavisupleba.ge