"ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ?ისედაც რამდენიმე ათასი დავრჩით"-რუსეთი აფხაზეთს ვაქცინის ყიდვას სთავაზობს

Sokhumi Daily

აფხა­ზეთ­ში მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად აფხა­ზურ­მა მხა­რემ, რუ­სეთს კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის, "სპუტ­ნიკ V"-ის პარ­ტი­ის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა. კონ­კრე­ტუ­ლად, სო­ხუ­მი რუ­სე­თის­გან ვაქ­ცი­ნის 15-დან 20 000-მდე დო­ზის მი­ღე­ბას ითხოვს. აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თით­ქმის ერ­თხმად აცხა­დე­ბენ, რომ მარ­თა­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბა უმ­ძი­მეს დღე­შია COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის გამო, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან... პუბ­ლი­ცის­ტი და­ვით და­სა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე, ად­გი­ლობ­რივ ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და­ფიქ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს: "Апсныпресс–ში წა­ვი­კი­თხე, რომ აფხა­ზეთ­მა რუ­სეთს ვაქ­ცი­ნის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა, თქვენ რა, სულ გა­გიჟ­დით? წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, თუ რა და­ე­მარ­თე­ბა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას, მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი რუ­სე­თის და სა­ერ­თოდ, რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღე­ბენ. ჩემი რჩე­ვაა, იმუ­ნი­ტე­ტი გა­იმ­ყა­რეთ. უარი თქვით ყვე­ლა მავ­ნე ჩვე­ვა­ზე, გა­და­დით ჯან­საღ კვე­ბა­ზე და ეცა­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა საკ­ვე­ბი მი­ი­ღოთ.” თუ ასე მო­იქ­ცე­ვით, იმ შემ­თხვე­ვა­ში არ გე­მუქ­რე­ბათ საფ­თხე... ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ადა­მი­ა­ნი ნა­ხე­ვარ ან ერთ წელ­ში მოკ­ვდე­ბა, მე ჩემი ოჯა­ხის არ­ცერთ წევ­რს არ მივ­ცემ მისი გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას. მე­უბ­ნე­ბი­ან, ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე თვითმფრი­ნავ­ში არ აგიშ­ვე­ბე­ნო, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მი მა­ინ­ტე­რე­სებს. ვიჯ­დე­ბი სახ­ლში და მი­წას და­ვა­მუ­შა­ვებ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა უნდა გაძ­ლი­ერ­დეს, ხალ­ხი სო­ფელ­ში უნდა დაბ­რუნ­დეს, ასე გა­და­ვურ­ჩე­ბით უეჭ­ველ სიკ­ვდილს..." - წერს და­სა­ნია. ად­გი­ლობ­რო­ვე­ბი მას უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეთან­ხმე­ბი­ან და რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის მი­მართ ეჭ­ვებს გა­მო­ხა­ტა­ვენ: “ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩერ­ნო­ბი­ლი გა­მახ­სენ­და, რამ­დე­ნი­მე დღე რომ უდა­ნა­შა­უ­ლო, მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის უაზ­რო ამ­ბი­ცი­ებს ეწი­რე­ბოდ­ნენ. მა­ში­ნაც მო­ტყუ­ე­ბი­თა და იძუ­ლე­ბით უშ­ვებ­დნენ ად­მი­ა­ნებს სიკ­ვდილ­ზე, ოღონდ კი საბ­ჭო­თა დი­დე­ბას ჩრდი­ლი არ მის­დგო­მო­და. ხოდა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, რუ­სულ ვაქ­ცი­ნა­ზე, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ფილ­მს გა­და­ი­ღებს რო­მე­ლი­მე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის კი­ნო­კომ­პა­ნია და მა­შინ მივ­ხვდე­ბით იმ სი­მარ­თლის ნა­ხე­ვარს მა­ინც, რაც რუ­სეთ­მა ჩა­ი­დი­ნა. ამ სა­შიშ ვირუსს ის უფრო სა­ში­ში, სა­ხელ­და­ხე­ლოდ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნით მკურ­ნა­ლობს. მად­ლო­ბა ჩვენს მთავ­რო­ბას "ზრუნ­ვის­თვის", ჩვენ საც­დე­ლი ბა­ჭი­ე­ბი ვართ? იქ­ნებ პლაქ­ვე­ნი­ლი გე­ყი­დათ, რო­მე­ლი­მე ნორ­მა­ლუ­რი ქვეყ­ნის­გან..." - წერს რადა კვი­ცი­ნია. "ბი­ძა­ჩე­მი შე­ი­წი­რა ამ ვირუს­მა, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არას­დროს მო­უ­წე­ვია და არ და­უ­ლე­ვია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­ღა­ლი სი­ცხის­გან კო­მა­ში ჩა­ვარ­და და ვერ გა­მო­ვი­და... დიდი ალ­ბა­თო­ბით, ფილ­ტვე­ბი გა­ე­თი­შა... არ ვიცი, რა მოხ­დე­ბო­და მის­თვის ვაქ­ცი­ნას რომ მო­ეს­წრო, თუმ­ცა რა­საც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ძნე­ლია, ასე ბრმად გა­ი­კე­თო წა­მა­ლი, რო­მე­ლიც არც კი იცი, რას შე­ი­ცავს. უნი­ვერ­სა­ლუ­რია თუ არა, რა უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი აქვს, მით უფრო ბავ­შვებს მას ვერ გა­ვუ­კე­თებთ. თუმ­ცა კი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ" - წერს თა­მი­ლა სა­ლია. "არ მჯე­რა, რომ ეს ვაქ­ცი­ნა ასე­თი სა­ში­შია, ანუ რუ­სეთს თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა სურს?.. მა­შინ და­ე­ლო­დეთ ბილ გე­ით­სის ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც ალ­ბათ უფრო უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა" - მი­აჩ­ნია კირა გუმ­ბას. "ვინც წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, მათ და თა­ვი­ანთ ოჯა­ხებს უნდა გა­უ­კე­თო ის ვაქ­ცი­ნა პირ­ველ რიგ­ში. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თავს აა­რი­დე­ბენ, ან სუ­ლაც ვი­ტა­მი­ნებს გა­ი­კე­თე­ბენ და ჩვენ მოგ­ვა­ტყუ­ე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა იყო... " - წერს სარა ჩა­მა­გუა. "გა­ნათ­ლე­ბის დონე და­ბა­ლია, მაგ­რამ არც ისე­თი, რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა მი­ვი­ღოთ... ისევ ჯო­ბია, კო­რო­ნას ვებ­რძო­ლოთ, ვიდ­რე ის სა­წამ­ლა­ვი გა­ვი­კე­თოთ. ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, მარ­თლა ჩვე­ნე­ბის­გან წა­მო­ვი­და მისი შეს­ყიდ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა, თუ უბ­რა­ლოდ გა­ი­თა­მა­შეს და რუ­სეთ­მა მო­ა­თხო­ვი­ნა?!.. ისე­დაც სულ რამ­დე­ნი­მე ათა­სი დავ­რჩით, ეს ხომ პირ­და­პი­რი ღა­ლა­ტია?!." - წერს ფატი კა­კა­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ცნო­ბით, მოს­კოვ­ში სო­ხუ­მის მი­მარ­თვას გა­ნი­ხი­ლა­ვენ... რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნის და­რე­გის­ტრი­რე­ბის შე­სა­ხებ აგ­ვის­ტო­ში გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს, თა­ნაც, რუ­სეთ­მა მსოფ­ლიო მე­დი­კო­სე­ბის გან­წყო­ბებს ყური არ უგდო და ვაქ­ცი­ნა და­ა­რე­გის­ტრი­რა. პრო­ფე­სორ ალექ­სან­დრე გინცბურ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა ორ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი, ადე­ნო­ვირუ­სე­ბის ვექ­ტორ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მოს­კოვ­ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რია, რად­გან ყვე­ლა სა­ჭი­რო ტეს­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა კვლე­ვე­ბი აქვს გავ­ლი­ლი და რა შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, ამ დრომ­დე არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპე­რი­მენ­ტში მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ინექ­ცი­ის შემ­დეგ 38 გრა­დუ­სი ჰქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­უ­ა­რა. კრემ­ლის ცნო­ბით, ის თავ­და­პირ­ვე­ლად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უნდა მი­ე­ღოთ ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და რის­კჯ­გუ­ფებ­ში მყოფ პი­რებს... კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია ინ­ტენ­სი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ტეს­ტი­რე­ბამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. გინცბურ­გის ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის სა­ბო­ლოო ეტა­პი 2021 წლის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა, რა დრო­საც კვლე­ვე­ბი ბავ­შვებ­ში და­ი­წყე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მეს პე­დი­ატ­რებ­თან ერ­თად შე­უდ­გე­ბი­ან. ცნო­ბის­თვის, და­სავ­ლე­თის მეც­ნი­ე­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას, რად­გან ყვე­ლა და­ნარ­ჩენ და გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მისი შექ­მნა და გა­მოც­და რამ­დე­ნი­მე­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პრო­ცე­სია, რაც გუ­ლის­ხმობს მის პრეკ­ლი­ნი­კურ კვლე­ვას ანუ ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოც­დას და შემ­დეგ, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ტარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში. ავტორი: ლალი პაპასკირი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #კორონა #აფხაზეთიებრძვისკორონას #კორონავირუსი #ვირუსი