ავღანეთში გლოვობენ ქაბულის უნივერსიტეტში ტერორისტების მიერ დახოცილ 22 ადამიანს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ავღანეთში 3 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვობენ იმ 22 ადამიანს, რომლებიც ქაბულის უნივერსიტეტზე ექსტრემისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტს შეეწირა.
წინა დღით მომხდარ ტერაქტზე პასუხიმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
თავდასხმის დროს დაიღუპა 22 კაცი, უმეტესად სტუდენტები, ხოლო 27 დაიჭრა.
თავის სამგლოვიარო განცხადებაში პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ პირობა დადო, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.
„ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ შურს ვიძიებთ. ჩვენი მამაცი მებრძოლები თქვენ კვალზე არიან ყველგან და ისინი თქვენ გაგანადგურებენ“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში ერისადმი
https://www.radiotavisupleba.ge/a/30928193.html
#ახალი_ამბები
#twitter