ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის გადავადებას ითხოვენ

Batumi Daily

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 650 სტუდენტი ითხოვს, სწავლის საფასურის გადახდა გადაუვადონ. სტუდენტები ითხოვენ, ივნისისა და ივლისის გადასახადი გადაუვადონ. ბსუ-ში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში იქნება რექტორის განცხადება და რექტორი ყველა სტუდენტის ფინანსურ ინტერესს გაითვალისწინებს. სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებულია, თუმცა პანდემიის პირობებში ბევრი სამსახური გაუქმდა და მოქალაქეებს შემოსავლის წყარო აღარ აქვთ. უნივერსიტეტს კი მოუწია, გადასულიყო დისტანციურ, ონლაინ სწავლებაზე. #ბათუმი #უნივერსიტეტი #საფასური #სტუდენტები #batumidaily