სომხეთში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 51 382- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 966-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 44 406 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 6 010 პირს უტარდება.