რა მოლოდინი აქვთ ექიმებს

Tbilisi Daily

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მატება მხოლოდ ჩაკეტილი კლასტერებიდანაა, რაც ძალიან კარგია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „თვითიზოლაციამ ძალან კარგი საქმე გააკეთა არა მარტო კოვიდ-19-ის, არამედ სხვა ინფეციის კუთხითაც, ეს 2-თვიანი პერიოდი სერიოზული ტესტია, თუმცა ფაქტია, რომ კოვის-19-ისთვის პირველი ზაფხულია და არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება, ძნელია სტატისტიკა გააკეთო“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.