ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პოლ უილიანი სასჯელის მოსახდელად მორდვეთის კოლონიაში გადაიყვანეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჯაშუშობისთვის გასამართლებული, ამერიკელი პოლ უილიანი, რომელიც ბრიტანეთის, კანადის და ირლანდიის მოქალაქეცაა სასჯელის მოსახდელად მორდვეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.
15 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, უილანს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი, რომელსაც საერთაშორისო კრიტიკა ახლდა, დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რადგან მტკიცებულებები საიდუმლო მასალებს მოიცავდა და ამას ემატებოდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.
ინფორმაცია უილიანის მორდვეთის კოლონიაში გადაყვანის შესახებ თავდაპირვლად მსჯავრდებულის ძმამ, დევიდ ულიანმა, გაავრცელა.
მოგვიანებით კი სასჯელაღსრულების ფედერალურ უწყებაში განაცხადეს, რომ პოლი მორდვეთში მკაცრი 1 აგვისტოს ჩაიყვანეს. იქ იგი 20 დღიან კარანტინში იქნება და შემდეგ გადაიყვანენ რეჟიმის (ИК-17) კოლონიაში.
50 წლის უილანი, რომელიც ამავდროულად არის ბრიტანეთის, კანადის და ირლანდიის მოქალაქე, მოსკოვში დააკავეს, 2018 წლის დეკემბერში.
რუსეთის პროკურატურა აცხადებდა, რომ მას ფლეშდისკზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია ჰქონდა.
უილანმა თქვა რომ ფლეშდისკი „ჩაუდეს“ და რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მან ასევე საპატიმროში თავის ზედამხედველებს ბრალი დასდო მის მიმართ სასტიკ მოპყრობაში
რუსეთში აშშ-ის ელჩმა პროცესს უწოდა "სამართლის დაცინვა", ხოლო სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღშფოთება გამოხატა სასამართლოთი და განაცხადა, აშშ "ღრმად შეშფოთებულია", რომ უილანს არ მიეცა საშუალება გამოეყენებინა სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ეს რუსეთს აქვს ნაკისრი ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებით.
.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30766091.html
#ახალი_ამბები
#twitter