ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 6 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
Tbilisi Daily
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, თბილისის შემდეგ, ამ დრომდე მეორე ადგილზე აჭარა რჩება, სადაც გასულ დღე-ღამეში 286 ინფიცირებული გამოვლინდა. დღის ბოლოს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 14 ახალი პაციენტი დაემატა. კლინიკაში სულ 202 კოვიდითინფიცირებული მკურნალობს. აქედან 45 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. 6-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა.
კიდევ 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.