შაბათ-კვირას მაღაზიები, ბაზრობები და კვების ობიექტები არ იფუნქციონირებენ - არ იმოძრავებს ტრასნპორტიც

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის,მაია ცქიტიშვილისგანცხადებით,21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება. ძალაში რჩება შაბათ-კვირას სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული შეზღუდვებიც. 'შაბათ-კვირას არ იმუშავებენ როგორც მაღაზიები, სურსათის მაღაზიების გარდა. ასევე არ იფუნქიონრებენ ბაზრობები და კვების ობიექტები. ისინი იმუშავებენ გატანის სერვისზე. არ იმოძრავებს ტრანსპორტი'-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.