პირდაპირ ვუწოდე ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი - ბესელია ხელისუფლების ინიციატივაზე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143815 პირდაპირ ვუწოდე ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი ამ კანონპროქტს - ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა კა ბესელიამ, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას გააკეთა.ბესეიას თქმით, ის შეშფოთებულია ხუნდაძის ინიციატივით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე მიეცეს . გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას, ის აღნიშნავს, რომ ფორმატი, რომელიც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი განხილვისა და ანალიზით მიღებას გულისხმობს, არასწორია, მით უფრო, რომ ამ კანონპროექტის არც ერთი ავტორი იურისტი არ არის. "პარლამენტი ამბობს, რომ გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას და მთავრობას მივცემ გარკვეულ უფლებებს, მაგრამ პარლამენტი ამას აკონტროლებს. კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა ამ უფლების შეზღუდვა არის განსაკუთრებული უფლება და თუ იზღუდება, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროსო. ეს კანონი კი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინც შეიძლება შეგზღუდოთო," - ამბობს ეკა ბესელია.