პუტინის სავარაუდო ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას კრემლში უარყოფენ

Interworld

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაკავებული პოსტის დატოვებას აპირებს. მსგავსი ტიპის ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც გამოცემა The Sun-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა სტატია, სადაც მითითებული იყო, თითქოს პუტინს პარკინსონის დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Russian #president #Vladimir #Putin #disease #interworld