მთელი ცხოვრება რეიტინგებში საუკეთესო მაჩვენებლები მქონდა - ტრამპი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141952 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მთელი ცხოვრების განმავლობაში რეიტინგებში საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა. „მე მთელი ცხოვრება საუკეთესო შედეგები მქონდა რეიტინგებში, ასე რომ, უჩვეულო არაფერია. თეთრი სახლის ყოველდღიური პრესკონფერენციების რეიტინგი ყველა რეკორდს ხსნის, მაგრამ ეს არ მაღელვებს. მე მინდა, გვერდი ავუარო ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიას და ხალხს ვესაუბრო“, – წერს ტრამპი.