სომხეთის პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მთიან ყარაბაღზე კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაუყოვნებლად გაიმართოს ფართო პოლიტიკური კონსულტაციები მთიანი ყარაბაღის გარშემო მიღწეული შეთანხმების თაობაზე, რასაც მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოწესრიგება საერთოეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ნებსიმიერ ნაბიჯი და ქმედება, რაც შეეხება არცახის (მთიანი ყარაბაღის) და სომხეთის უსაფრტხოებას და მთელი სომეხი ხალხის უფლებებს, მით უფრო ნებისმიერ დოკუმენტის ხელომწერა უნდა იყოს საყოველტაო მსჯელობისა და კონსულტაციის საგანი“, - ნათქვამია არმენ სარქისიანის განცხადებაში.
თავად არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ სამმხრივი შეთანხმების შესახებ მან მხოლოდ პრესის საშუალებით გაიგო და როგორც პრეზიდენტს არ მიუღია მონაწილეობა არავითარ მოლაპარაკებებში.
სომხეთში მასობრივი არეულობები დაიწყო მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.
ოპოზიციამ ფაშინიანი კაპიტულაციაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. გვიან ღამით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ.
ფაშინიანის, ალიევის და პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის პირველი სამი პუნქტის თანახმად:
1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;
2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;
3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი;
ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.
შეთანხმებით უკმაყოფილო მოქალაქეები წუხელ შეიჭრნენ მთავრობისა და პარლამენტის შენობებში, დააზიანეს ფაშინიანის სამუშაო კაბინეტი და სასტიკად სცემეს პარლამენტის სპიკერი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ადგილსამყოფელი უცნობია. მან მხოლოდ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთშია და თავის მოვალეობას ასრულებს.
ოპოზიციური პარტიები ფაშინიანის გადაგომას მოითხოვენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30940691.html
#ახალი_ამბები
#twitter