სააკაშვილი: თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის
Tbilisi Daily
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს საქართველოში ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა მოხდეს.
,,ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა უნდა უპასუხოს მასობრივი მობილიზაციით. მათ შორის, თუ მაიკ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი არ არის დასაჩაგრი, ვერ დაგვჩაგრავენ და არც შევირგებთ, ქართველ ხალხს აქვს სიამაყისა და ღირსების განცდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ,,მთავარის" ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოს 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.