პაატა იმნაძე საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს.
მისი განცხადებით, ლაბორატორია პანაცეა არ არის. ადამინი სანამ ცუდად არ გახდება ანალიზი არის უარყოფითი, ანუ ინკუბაციური პერიოდის მაქსიმუმი არის 14 დღე.
შეიძლება პირველი დღიდან მე-13 დღის ჩათვლით ადამიანმა ყოველ დღე გაიკეთოს ანალიზი და პასუხი უარყოფითი იყოს, მაგრამ მე-14 დღეს დადებითი გახდეს.
ლაბორატორიული გამოკვლევების დაწყებას აზრი მაშინ აქვს, როცა ადამიანს სიმპტომები დაეწყება. თუ პირს 14 დღის განმავლობაში სიმპტომები არ გამოუვლინდა მას ანალიზი არ სჭირდება. ის ჯანმრთელია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა არის დაფიქსირებული.
#რეკომენდაცია
#კორონავირუსი
#პაატაიმნაძე
#კარანტინი
#თვითიზოლაცია
#tbilisidaily