სასტუმროების მხოლოდ 15%გაიხსნა
Tbilisi Daily
შიდა ტურიზმის გახსნის მიუხედავად საქართველოში ჯერ მხოლოდ სასტუმროების 15% გაიხსნა. ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა.
Georgia
“მცირე რაოდენობის სასტუმროებმა მიმართეს გახსნასთან დაკავშირებით. თბილისში მაგალითად არცერთ სასტუმროს არ მიუმართავს, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე აზრი არ აქვს თბილისში სასტუმროს გახსნას. ვის მოემსახურონ, ჭიათურას თუ წყალტუბოს? ამ ეტაპისთვის საქართველოში სასტუმროების 15%-ზე მეტი არ გახსნილა. გახსნა მოთხოვნაზეა დამოკიდებული,” - აღნიშნა მან.
ალავერდაშვილის თქმით, მიმდინარე წელი სასტუმროებისთვის „გადარჩენის წელი“ იქნება.