გუტიერეში: ჩვენი გამოწვევაა ვაქცინა საზოგადოებრივ სიკეთედ იქცეს

Tbilisi Daily

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. „ახლა ჩვენი გამოწვევა იმის უზრუნველყოფაა, რომ ვაქცინები საზოგადოებრივ სიკეთედ იქცეს - ხელმისაწვდომი ყველასთვის და ყველგან,”- აღნიშნა გუტიერეშმა. მისი თქმით, გაერო ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის და რჩევების მიწოდება, იმისთვის, რომ ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ „დეზინფორმაციის ვირუსს“ დაუპირისპირდეს. „ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვნახეთ, თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში საზოგადოება პოპულისტურმა მიდგომებმა, რომლებიც მეცნიერებას უგულებელყოფენ,“- აღნიშნა გუტიერეშმ ა.