თბილისში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა

Tbilisi Daily

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის მერია თბილისის ცენტრალურ ქუჩებს ასუფთავებს. მათივე ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები სადეზინფექციო სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. "სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშილის ქუჩებს, ,,ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ქავთარაძის, კანდელაკის და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ჭავჭავაძის გამზირებს, ასევე, დიდ დიღომში მდებარე იოანე პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს",-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. #კორონავირუსი #ქუჩებისმორეცხვა #დეზინფექცია #tbilisidaily