საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კიდევ 4-ით გაიზარდა, სულ — 671

On.ge

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 671-მდე გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა და ბოლო რამდენიმე საათში 4 ინფიცირებული დაემატა. ინფიცირებულებს შორის გამოჯანმრთელებულია 383 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 12 პირი. კარანტინის რეჟიმშია 3 873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 404 პაციენტი რჩება. 14 მაისს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის ორ სოფელში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შედეგად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 667-მდე გაიზარდა. ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის ცნობით, სოფელ მუშევანსა და სოფელ გეტაში სულ 131 ნიმუში გუშინ, 13 მაისს აიღეს, მათგან 8 გეტაში, 7 კი მუშევანში დადასტურდა. #news #Covid19 https://on.ge/story/56155-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-4-%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A-671