ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, იუსტიციის მინისტრი კი რატი ბრეგაძე გახდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს მთავრობაში ორი ახალი მინისტრი იმუშავებს. გუშინ თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის პოზიციაზელაშა ხუციშვილი დაინიშნა, ხოლო გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის.
მინისტრთა კაბინეტისახალი წევრი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გოჩალორთქიფანიძე ჰააგაში მიემგზავრება და გუშინ ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა..
რატი ბრეგაძე დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.ლაშა ხუციშვილი კი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.