კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით მექსიკამ იტალიას გაუსწრო

Tbilisi Daily

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით მექსიკამ იტალიას გაუსწრო. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსული ინფექცია 6 740 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 245 251 შემთხვევა გამოვლინდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევებით მექსიკა მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა. ბოლო ერთ დღეში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 654 ადამიანი ემსხვერპლა, კოროანვირუსული ინფექციით დაღუპული ადამიანების რიცხვმა კი 29 843-ს მიაღწია. მექსიკის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პარალელურად, შესაძლოა ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს.