პარლამენტის შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას მართავენ ხმაური იყო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პარლამენტის შესასვლელებთანოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას მართავენ.
რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტის შესასვლელებთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს. მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება.
პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.