„ეარბალტიკი“: ეწვიეთ საქართველოს
Tbilisi Daily
ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საკუთარ ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. „ეარბალტიკის“ სიაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა, საქართველოც მოხვდა.
„ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, სადაც სტუმრობა პირველი ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის, თბილისისა და მცხეთის დათვალიერებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოში კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.
ეარბალტიკა საქართველო ტურიზმი
Tbilisidaily