21 და 22 ნოემბერს გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

21 და 22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რის მიხედვითაც გადაადგილების შეზღუდვა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღეს და მომდევნო დღეზე შეზღუდვა არ გავრცელდება. 21 - 22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეიზღუდა.