ბათუმში პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
სხვა დეტალები ამ ეტაპისთვისუცნობია.
კლასი სავარაუდოდ დისტანციურ სწავლებაზე გადავა.
დღეს,ქვეყნის მასშტაბით სწავლა დაიწყო საკლასო ოთახებში, თუმცა მშობლებს აქვთ საშუალება აირჩიონ სწავლების მოდელი.
ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებისთვის სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა. პედაგოგებს კი გეგმიური ტესტირება უტარდებათ.