სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
Headline
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თოვუზის/თავუშის სასაზღვრო მონაკვეთზე მიმდინარე შეტაკებებს აზერბაიჯანული არმიის გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი და საარტილერიო კორპუსის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი ემსხვერპლნენ. გარდა ამისა, დაიღუპნენ მაიორი ნამიქ აჰმედოვი, მაიორი ანარ ნოვრუზოვი, ზემდეგი ილგარ ზეინალი, ზემდეგი იაშარ ბაბაევი და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე ელჩინ მუსტაფაზადე.
გარდა ამისა, სომხური მხარის მხრიდან განხორციელებული შეტევების შედეგად დაიბომბა სოფლები - აგდამი და დონდარ გუშჩუ, რასაც ერთი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის მხრიდან საერთო მსხვერპლის რაოდენობა 11-ს უტოლდება.
საპასუხოდ, აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების საარტილერიო შეტევების შედეგად დაიღუპნენ სომხური არმიის ოფიცრები - მაიორი ჰარუშ ამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაქიანი....
#Armenia #Azerbaijan #conflict #border #clash #death #soldiers #headline
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com