71 წლის დიზაინერი თინეიჯერული გარეგნობის საიდუმლოს ამხელს
Tbilisi Daily
ვერა ვონგი მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი დიზაინერია, მისი შეკერილი საქორწინო კაბების ჩაცმაზე, მილიონობით ქალი ოცნებობს. დიზაინერს საქმიანობის გამო უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა ცხოვრების ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ახალგაზრდული იერი იპყრობს.
ვერა ვონგი 27 ივნისს 71 წლის გახდა. თავის ასაკთან შედარებით, ის დაუჯერებლად ახალგაზრდულად გამოიყურება.
ვერა ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რომლებშიც თინეიჯერ გოგონას ჰგავს. 71 წლის დიზაინერის სტილიც ახალგაზრდულია. ხშირად იცვამს შორტებს, მოკლე კაბებს, ტოპებს და ელასტიკებს.
ვერას ფანები ტვიტერსა და ინსტაგრამზე ხშირად ეკითხებიან რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნონ ასეთი ფორმა.
ვერა ვონგმა თავისი კვების რაციონზე 2016 წელს ისაუბრა. მისი თქმით, საუზმისას მიირთმევს ომლეტს, ბეკონს და ვანილის პუდინგს, წიწილას სუპსა და ბოსტნეულს მიირთმევს ლანჩზე, სადილზე კი ჩინური სამზარეულოს სხვადასხვა კერძები აქვს, რომელსაც სახლში ამზადებს.
ვერავონგი
Tbilisidaily