4 უიაფესი რეცეტი სახლის პირობებში სახის კანის მოსავლელად
Kutaisi Daily
მართალია, სულ სახლში ვართ მაგრამ ამან მოდუნებისკენ არ უნდა გვიბიძგოს და სახის მოვლა არ უნდა დაგვავიწყოს. გიზიარებთ 4 ძლიან მარტივ და ეფფექტურ ნიღაბს, რომელთა დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ:
ნიღაბი 1:
1 ც კვერცხის ცილა , 1ს/კ თაფლი , 1 ს/კ შაქარი აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით მას შემდეგ, რაც სახეზე შეგაშრებათ.
ნიღაბი 2:
მოამზადეთ შვრიის სქელი ფაფა, დაუმატეთ ცოტაოდენი ვაშლის ძმარი. აურიეთ კარგად, სანამ მკვრივი მასას არ მიიღებთ. მისი ხელში მოგუნდავება უნდა შეძლოთ. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
ნიღაბი 3:
კურკუმას სანელებელი
1 ს/კ თაფლი
ვაშლის ძმარი
გაწურული ნახევარი ლიმონი
2 ს/კ იოგურტი
ინგრედიენტები აურიეთ კარგად, რათა მიიღოთ ერთიანი მასა და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ მანამ, სანამ არ შეგახმებათ.
ნიღაბი 4:
1 ბანანი, 1 კვერცხის ცილა, 1 ს/კ თაფლი შეურიეთ ერთმანეთში კარგად და მიიღეთ ერთიანი მასა. დაიტანეთ სახეზე რამდენიმე ფენად, შემდეგ დაიდეთ სახეზე ერთჯერადი ხელსაწმენდი და კვლავ წაისვით ნიღაბი. ქაღალდი მოიხსენით მას შემდეგ, რაც მთლიანად გახმება.
#სახისმოვლა #დარჩისახლში #იზრუნე #KUTAISIDAILY