უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამით რუსეთის 11 დრონი ჩამოაგდეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში ხარკოვის ოლქის ენერგოობიექტებზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 13 ირანული დრონი Shahed-ი, საიდანაც 11 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
წუხელ გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის გარდა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს დენეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის ოლქებსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობა იუწყებოდა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 5 დრონი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32198240.html
Source: radiotavisupleba.ge