ინფიცირებული სასწრაფოს თანამშრომლების რაოდენობა

Marneuli Daily

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 8 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. მათგან 5 მარნეულის, 3 კი თეთრიწყაროს მცხოვრებია. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა , ზაურ დარგალმა დაასტურა. მარნეულის მერისთვის ჯერჯერობით უცნობია , სასწრაფო დახმარების ცენტრი გადავა თუ არა კარანტინში. მისი თქმით , ამას გადაწყვეტს ჯანდაცვის სამინისტრო. აღსანიშნავია,რომ ამ წუთებში, მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დეზინფექცია უტარდება. #მარნეული #MarneuliDaily #სასწარაფოდახმარება #კარანტინი