ქობულეთის 81-ე ოლქში ხმაურია - შემაჯამებელ ოქმებს აქციის ფონზე ამზადებენ 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

2x2 არ=41, ''არა სიყალბეს'', ''დაგვიბრუნეთ წართმეული არჩევნები'' - მსგავსი შინაარსის ბანერებით ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც დღესშემაჯამებელი ოქმების შედგენა სრულდება. ამ წუთებში პროცედურა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სხდომა 'ევროპული საქართველოს' წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა და შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა. იგივე გააკეთა ''ერთიანინაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც განაცხადა, რომ არცერთი მათი საჩივარი ოლქში არ განიხილეს. ისინი ოლქის თავმჯდომარეს და წევრებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სთხოვდნენ უბნებიდან შემოსულიშემაჯამებელი ოქმები წარედგინათ. 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძემ მათ განუმარტა, რომ ყველა ოქმი უბნიდან შემოსულია, ოქმების საფუძველზე შეაჯამეს არსებული ხმები და ამის საფუძველზე მიიღეს საბოლოო ციფრი, რომელიც შედისშემაჯამებელ ოქმში დაიწერა. '' თუ უნდობლობას იწვევს ეს პროცესი, შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხი შეგიძლიათ სასამართლოში გაასაჩივროთ'' - უთხრა გელა ხახნელიძემოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.