მაიკლ ფლინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურა

Tbilisi Daily

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ მაიკლ ფლინს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალდება მოუხსნა. ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს ფლინი გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დამნაშავედ 2017 წელს ცნეს. კერძოდ, ბრალდების მიხედვით, მან მცდარი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, აშშ-ში რუსეთის ელჩთან საუბრების შესახებ. ფლინისთვის ბრალდების მოხსნაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, „ის გრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა“ და რომ ამ ფაქტით კმაყოფილია. „ის უდანაშაულო კაცია. ვიმედოვნებ, მრავალი ადამიანი გადაიხდის საზღაურს. ისინი ამაზრზენები არიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მაიკ ფლინი ეროვნულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად მხოლოდ 23 დღის განმავლობაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი კავშირის შესახებ რუს დიპლომატთან, რომელიც ფლინმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს დაუმალა, ის დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. ფლინის საქმის გადასახედად აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ბილ ბარიმ პროკურორი ჯეფრი ჯენსენი გასულ წელს დანიშნა, რომელმაც საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.