ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს
Headline
ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლემმა, მოსახლეობა კოვიდ-19-ის მოსალოდნელი გავრცელების შესახებ გააფრთხილა და მათ სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ჰონგ-კონგი ვირუსის საკმაოდ ფართომასშტაბიანი გავრცელების ზღვარზე იმყოფება. ამან კი, შესაძლოა, საავადმყოფოების კოლაფსი გამოიწვიოს.
ჰონგ-კონგში ოთხშაბათს ახალი შეზღუდვები დაწესდა. აიკრძალა ორზე მეტი ადამიანის შეკრება და დაიხურა რესტორნები, სავალდებული გახდა პირბადეების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ქუჩაშიც.
შეზღუდვების გამკაცრება კოვიდ-19-ის გაზრდილმა შემთხვევებმა გამოიწვია. სამშაბათს ვირუსი 106 ადამიანს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ იანვრის შემდეგ ჰონგ-კონგში 2,880 ინფიცირების, ხოლო 23 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
ჰონგ-კონგში რესტორნებზე გავრცელებულმა შეზღუდვებმა მათ დახურვისაკენ უბიძგა. ბიზნესი ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან პირველი შეზღუდვები აქ მარტში დაწესდა.
წყარო: The Hill
სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
#Headline #coronavirus #HongKong #კორონავირუსი #ჰონგ-კონგი