ძველ ხიბულში ეკლესია შენდება - ვინ აფინანსებს მშენებლობას?

Zugdidi Daily

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესია შენდება. ტაძრის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. ტაძართან ერთად აშენდება სამრეკლო და სამრევლო სკოლა.  აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: STV.GE #ეკლესია #მშენებლობა #ფონდიქართუ #ხიბული #ზუგდიდი #Zugddidaily