ლუკაშენკომ ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა

Pirveliradio Ge

ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარს კეტავს. ასევე კონტროლი გაძლიერდება უკრაინის საზღვართანაც. ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას Meduza.io ავრცელებს. "იძულებულები ვართ ქუჩებიდან გავიყვანოთ ჯარი. ნახევარი არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ და ჩავკეტოთ სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით. უპირველესყოვლისა ლიეტუვასთან და პოლონეთთან. იძულებულები ვართ გავაძლიეროთ სასაზღვრო კონტროლი ჩვენს მოძმე უკრაინასთანაც. არ შეიძლება ცხელ ომამდე მისვლა. არ მსურს, ბელარუსი, პოლონეთი ან ლიეტუვა გადაიქცნენ ბრძოლის ველად, სადაც სხვების საკითხები გადაწყდება" - განაცხადა ლუკაშენკომ.